შპს „თელმიკო“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსების ჯგუფის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ
სამუშაოს აღწერა:
პირადი თვისებები და უნარები
მსურველებმა პირადი ინფორმაცია (CV /რეზიუმე) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება „ფინანსების ჯგუფის მთავარი სპეციალისტი“.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20.07.2025 წ.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ
- რუსული ენა და MS Excel – თავისუფალი ფლობის დონე
- უმაღლესი განათლება, მიმართულება - ეკონომიკა, ფინანსები,იურისპრუდენცია;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაოს აღწერა:
- ურთიერთობების მართვა ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან;
- ფაქტიური/გეგმური ფულადი ნაკადების წლიური ანგარიშგების ფაილის წარმოება ყოველდღიური ჭრილით;
- კომპანიის ფულადი ნაკადების ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება;
- დეპოზიტების განთავსების დაგეგმვა ფულადი ნაკადების ფაქტიური/გეგმური მონაცემების და ბანკების შეთავაზებების საფუძველზე;
- საკრედიტო პორტფელის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- საკრედიტო,საბანკო გარანტიების და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებთან მუშაობა
- სესხებსა და კრედიტებზე დარიცხული პროცენტების ანგარიშისა და აღრიცხვის ფორმის წარმოება;
- სესხებზე დარიცხული პროცენტების თანხების ჩარიცხვების ვადებისა და სისწორის კონტროლი;
- გადახდის დავალებების შექმნა ინტერნეტ-ბანკში (შეცდომით ჩარიცხული თანხების დაბრუნება; კორექტირებადი გადარიცხვები);
- კომპანიის ხელფასების პროგრამის მართვა;
- ოპერატიული ანგარიშგების მომზადება (ფაქტი/გეგმა გადახდების მიხედვით);
- მუშაობა კორპორატიული მმართველობის ავტომატიზებულ სისტემაში (1С – კორპორატიული ხაზინა);
- დაწესებული ზღვრული მაჩვენებლების (ლიმიტების) დაცვის კონტროლი;
- ფინანსური რისკების მოდელირება ხელშეკრულებების გაფორმებისას;
- ფულადი ნაკადების ოპტიმიზაცია;
- ფინანსური ანალიზი;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში.
პირადი თვისებები და უნარები
- ანალიტიკის უნარი და მაღალი ყურადღება დეტალებისადმი;
- მოქნილი და კრიტიკული აზროვნების უნარი ;
- შედეგის ლაკონური და ზუსტი წარმოდგენა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა და დროის მართვა.
მსურველებმა პირადი ინფორმაცია (CV /რეზიუმე) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება „ფინანსების ჯგუფის მთავარი სპეციალისტი“.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20.07.2025 წ.