შპს „არ ემ ჯი აურამაინი“ აცხადებს ვაკანსიას მძიმე ტექნიკის ზეინკალის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბოლნისი, ბერთაკარი
სამუშაო გრაფიკი: ცვლის გრაფიკის შესაბამისად 4 კალენდარული სამუშაო დღე, მომდევნო 4 დღე დასვენება.
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2570 ლარი.
ბენეფიტი: კვება, დაზღვევა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაოების შესრულება ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად.
- მძიმე ტექნიკის შეკეთება და მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ყოლა.
- ტექნოლოგიური, თანამდებობრივი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციების დაცვა.
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა მუშაობის დროს, სახანძრო უშიშროების მოთხოვნების, საწარმოო ჰიგიენის და წარმოების შინაგანაწესის დაცვა;
- საზეინკლო ინსტრუმენტების დანიშნულება და მათი გამოყენების წესი;
საჭირო მოთხოვნები:
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე TTodua@richmetalsgroup.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ზეინკალი“.
შპს არ ემ ჯი აურამაინი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!