Adidas აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მერჩენდაიზერი
პოზიციის აღწერა:
adidas ეძებს ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ მერჩენდაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ეფექტურ განლაგებას, ბრენდ სტანდარტების დაცვას და მაღაზიებში მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციას. ამ როლში თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ გაყიდვების გუნდთან, ვიზუალური მერჩენდაიზინგის სპეციალისტებთან და რეგიონულ ოფისთან, რათა თითოეული პროდუქტი სწორად და სტრატეგიულად იყოს წარმოდგენილი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- adidas-ის მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესრულება ადგილობრივ ბაზარზე
- მაღაზიებში პროდუქციის ეფექტური განლაგება, სეზონური აქცენტებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით
- ვიზუალური მერჩენდაიზინგის გუნდთან და რითეილ მენეჯერებთან თანამშრომლობა
- სტოკის ოპტიმიზაცია: მოთხოვნაზე მორგებული ასორტიმენტის უზრუნველყოფა
- ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
- რეგულარული რეპორტინგი სათაო ოფისთან ან რეგიონალურ გუნდთან
მოთხოვნები :
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მერჩენდაიზინგში ან გაყიდვებში (სასურველია სპორტულ ან მოდის ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება)
- ბაზრის ტენდენციების, გაყიდვების და მომხმარებლის ქცევის ანალიზის უნარი
- ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალებზე და დროის მართვის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც გუნდთან, ისე პარტნიორებთან
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე info@tgl.ge და საბჯექტში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.