კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი Inex Group
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას  კურიერის პოზიციაზე.
ინექს გრუპი არის საერთაშორისო  გადამზიდავი კომპანია, რომელიც   ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების ,   პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა   და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან:  ამერიკიდან,   ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან,  ჩინეთიდან და სხვა.  ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი:  თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + ბონუსი

საქმიანობის აღწერა:
  • საკურიერო მომსახურების გაწევა თბილისის მასშტაბით;
  • საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
  • თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
  • სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება.

უნარები:
  • კოლეგიალურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge  სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: „კურიერი “.
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს „ინექს გრუპის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!