საწყობის მტვირთავი

თბილისი სრული განაკვეთი Inex Group
მივლინება: არა ხელფასი: 2000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას   საწყობის მტვირთავის პოზიციაზე:
ინექს გრუპი არის საერთაშორისო  გადამზიდავი კომპანია, რომელიც   ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების ,   პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა   და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან:  ამერიკიდან,   ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან,  ჩინეთიდან და სხვა.  ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი,აეროპორტის ტერიტორია
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: 2000 ლარიდან

ადგილმდებარეობა: გაკოს ტერმინალი
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: გამომუშავებით 

საქმიანობის აღწერა:
  • შემოსული ამანათების დატვირთვა,  ჩამოტვირთვა, 

აუცილებელი მოთხოვნები:
  • კოლეგიალურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge  სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: ვაკანსიას   საწყობის მტვირთავის პოზიცია:
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს „ინექს გრუპის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.
კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!