საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას საბაჟო და სატერმინალო პროცედურების სპეციალისტის პოზიციაზე:
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების , პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი,აეროპორტის ტერიტორია
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + დანამატი
საქმიანობის აღწერა:
- სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების მიღება, აღრიცხვა,დახარისხება;
- რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება;
- საჭიროების შემთხვევაში შიდა ფოსტით გასაგზავნი ამანათების საჭირო დოკუმენტაციის მომზადება,ამანათების გაგზავნა და კონტროლი;
- დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კოლეგიალურობა;
- პუნქტუალურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: ,,საბაჟო და სატერმინალო პროცედურების სპეციალისტი “.
კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს „ინექს გრუპის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.