ცხელი-ხაზის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია პრაიმი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
 სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას ცხელი-ხაზის ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მიღება, დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება;
  • დაზღვეულის იდენტიფიცირება, მიღებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
  • დაზღვეულისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
  • დაზღვეულის ოჯახის ექიმთან ვიზიტის ორგანიზება;
  • არასამედიცინო დაზღვევის მიმართულებით ზარების მიღება ზარალის დადგომის შესახებ და ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ცოდნა და გამოცდილება
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • დამაჯერებლობა კომუნიკაციისას;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;
  • პუნქტუალურობა და აკურატულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge    სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის  20 ივლისი.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება   კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.