მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ მარკეტინგის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • პარტნიორ კომპანიებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობა;
  • მარკეტინგული მიზნებისთვის სხვადასხვა სახის კვლევების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა;
  • მარკეტინგული ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;
  • მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 13 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე