შეფ სტიუარდი

ბათუმი სრული განაკვეთი სასტუმრო შერატონ ბათუმი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი, ჭურჭლის მრეცხავი
Sheraton Batumi Hotel აცხადებს ვაკანსიას შეფ სტიუარდის პოზიციაზე

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გახსნილია ვაკანსია შეფ სტიუარდის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ჭურჭლის სამრეცხაო განყოფილების თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება და შემოწმება;
  • სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ინვენტარის ზედამხედველობა და კონტროლი;
  • სასტუმროში არსებული ჭურჭლისა და სამზარეულო მოწყობილობების სისუფთავის ზედამხედველობა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების დახმარება და მუშა პროცესში ჩართულობა;
  • წყლის ტემპერატურისა და სარეცხი ქიმიური საშუალებების მარაგის მუდმივი კონტროლი;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების ზუსტი დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • კვების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com

აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!