კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი ატელიე აუთლეტი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა  საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss,Calvin Klein, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტის  პოზიციაზე ქ. ბათუმში

სამუშო ადგილი: ქ.ბათუმი , გორგილაძის 88
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი . (2 დღე დასვენება)
ხელფასი: 800 + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:
  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა   ბრენდის პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;კონკრეტულად ლაქშერ/პრემიუმ ბრენდ კატეგორიაში მუშაობა და შეთავაზების გაკეთება;
  • ლაქშერ/პრემიუმ ბრენდების სივრცეში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში არსებული  სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; 
  • გაყიდვების ზრდის ტენდენციის გასაუმჯობესებლად მუდმივი ინივიატივების არსებობა;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;(ორივე ენის ფლობა ჩაითვლება უპირადტესობად)

მოთხოვნები:
  • პროფესიული  განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა; 
  • თავაზიანობა;
  • აქტიურობა. 

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge .
გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „კონსულტანტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.