გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Index | Wealth Management
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი) სამშენებლო, უძრავი ქონება: კორპორატიული გაყიდვები (უძრავი ქონება) იურიდიული: უძრავი ქონება
Index | Wealth Management აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ: Index | Wealth Management 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე  განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28 
სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 5 დღე (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1500 ლარი 
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი პასუხისმგებლობები: 
  • კლიენტებთან კომუნიკაცია გაყიდვების დასრულების შემდეგ და მათი დახმარება ყველა საჭირო საკითხში;
  • გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვა: კონტრაქტების კოორდინაცია, გადახდების მონიტორინგი და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლობა იურიდიულ, ფინანსურ და არქიტექტურულ დეპარტამენტებთან ბინების გადაცემის პროცესში;
  • კლიენტების კითხვების, საჩივრებისა და მომსახურების მოთხოვნების მართვა და დროული რეაგირება;
  • მომხმარებლის მონაცემების განახლება და CRM სისტემაში ინფორმაციის მუდმივი განახლება;
  • კლიენტების კმაყოფილების გამოკითხვა და უკუკავშირის საფუძველზე გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა;
  • გაყიდვების შემდგომი ტექნიკური საკითხების მოგვარება;
  • მენეჯმენტისთვის რეპორტების წარდგენა კლიენტების კმაყოფილებაზე, საჩივრებზე და პრობლემებზე;

აუცილებელი უნარები: 
  • მსგავს ადგილას მუშაობის გამოცდილება; (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინფორმაციის სრულად გადაცემის უნარი; 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ); 
  • მეგობრულ გუნდს; 
  • განვითარების შესაძლებლობას; 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება. 
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.