მოლარე-ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ბრავიტონი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: მოლარე
კომპანია “ბრავიტონი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

შ.პ.ს. ბრავიტონი სამშენებლო მასალების ერთერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ
საქართველოში უკვე 25 წელია. ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და
გვიმუშავია როგორც მცირე, ისე მსხვილ პროექტებზე.

მუშაობის გრაფიკი:
  • კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00)
  • მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25ა
  • ანაზღაურება: 1200 ლარი
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ადგილზე კვებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ფულის მოძრაობის კონტროლი და პროგრამულად ასახვა;
  • ყოველდღიურად წარმოებული ნავაჭრის ჩაბარება ნაღდი ფულის სახით;
  • კლიენტებთან ურთიერთობა;
  • ზედნადების გაწერა.
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების განხრით);
  • მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@braviton.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის
დასახელება