ელექტრიკოსი-მექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი წარმოება/ოპერაციები: მექანიკოსი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ელექტრიკოს-მექანიკოსის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მაღალი ანაზღაურებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შიდა-ელექტრო გაყვანილობის, ავტომატიზირებული მოწყობილობების, ჩამრთველების,
  • ძრავების ელექტროგაყვანილობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
  • ნათურების გამოცვლა ოფისის და საწარმოს ტერიტორიაზე;
  • დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
  • პრევენციული სამუშაოების ჩატარება და განახლება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება საჭიროების შემთხვევაში (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით. 


პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად
გაგზავნე CV