პორთფელის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი ეს ემ სერვისი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), გაყიდვების აგენტი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019  წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,  ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება:  2000-2500 ლარი 

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - პორთფელის მენეჯერის  პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ძირითადი საქმიანობის - ავტოსარემონტო სერვისის შესრულებისთვის საჭირო დოკუმენტების წარმოება, მოწესრიგება.
  • გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვის უზრუნველყოფა, საჭირო შეთანხმებებისა და ოფიციალური მიმოწერის წარმოება კომპანიის დამკვეთებთან თუ კლიენტებთან; 
  • წარმოებული დოკუმენტაციის დახარისხება-არქივარიზაცია;
  • კომპანიის დამკვეთებთან თუ კლიენტებთან მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
  • სერვისის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმილი, გაწერილი თუ წინასწარ შეთანხმებული სერვისის გაწევის მიზნით; 
  • კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და  Excel  პროგრამის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ცვლილებთან შეგუების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV  მისამართზე: hr@gsmservice.ge  და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.