სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი ეს ემ სერვისი
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3500
განათლება: ბაკალავრი
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: 2500- 3500 ლარი

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სერვისის სატვირთო და სპეც ტექნიკის სექციის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება, არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
  • სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვისში მიღება, რეგისტრაცია, შემოწმება და ტექნიკური გამართვა;
  • სერვისში არსებული სატვირთო და სპეც ტექნიკისათვის სამუშაოს გაწევის ვადებისა და სამუშაოს ხასირსხის კონტროლი;
  • პრიორიტეტული სამუშაოს განსაზღვრა, დაგეგმარება და არსრულება;
  • სატვირთო და სპეც ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საჭიროების გამოვლენა;
  • სატვირთო და სპეც ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესყიდვის მოთხოვნა შესყიდვების განყოფილებისგან;
  • უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების შესრულებული სამუშაოს კონტროლი და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • სერვისის ტერიტორიისა (ბოქსების) და სახელოსნო ინვენტარის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
  • სატვირთო და სპეც ტექნიკისათვის ჩატარებული პროფილაქტიკური სამუშაოების აღრიცხვა;
  • საჭიროებისამებრ კომპანიის სერვისით მოსარგებლე ტექნიკის გარემონტებისთვის საჭირო კომპანიის მოძებნა და პირობების შეთანხმება;
  • ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;
  • სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ დოკუმენტში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ცვლილებთან შეგუების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.