სალონის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი Kaiser Epilation
მივლინება: არა ხელფასი: 900 - 1200
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
ლაზერული ეპილაციის სტუდიათა ქსელი Kaiser Epilation აცხადებს ვაკანსიას სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჩვენი სტუდიის სტუმრების მიღება, გაცილება და ჩაწერა მომდევნო ვიზიტზე
  • საჭირეობისამებრ მომხმარებლისთვის ჩვენი სერვისების გაცნობა და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
  • შემოსულ და გამავალ ზარებზე პასუხის გაცემა
  • სალაროსთან მუშაობა და გადახდების პროგრამულად დაფიქსირება
  • სტუდიის მომზადება თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის
  • სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი სტუდიაში
  • საწყობის მარაგების კონტროლი და პროგრამულად ასახვა
  • ხელმძღვანელის მცირე დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავსს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (განიხილება სტუდენტებიც)
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინ B2 დონეზე
  • გამართული წერილობითი და ზეპირი მეტყველების უნარი
  • კეთილგანწყობილი, როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების მიმართ
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

სამუშაო განრიგი და პირობები:
  • კვირაში 3-4 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები 09:45-დან 21:00-მდე

ანაზღაურება:
  • გამოსაცდელი ორი თვის მანძილზე  - 900 ლარი
  • მესამე თვიდან - 1200 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
 
მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 43; მეტრო დელისთან 100 მეტრში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr.kaiserepilation@gmail.com