ფინანსური რეპორტინგისა და ბიუჯეტირების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბიუჯეტირება და დაგეგმვა, ფინანსები(ზოგადი)
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგისა და ბიუჯეტირების მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • პერიოდული (ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; წარდგენილი ინფორმაციის დეტალური გაანალიზება;
  • ყოველთვიური მენეჯმენტ რეპორტის მომზადება;
  • აუდიტორებთან ჩართულობა და IFRS რეპორტის მომზადება;
  • კომპანიაში არსებული რეპორტინგის სისტემის დეტალურად შესწავლა და შემდგომი გაუმჯობესება;
  • თვის დახურვის პროცესში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების საფუძველზე, სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება;
  • ბიუჯეტირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის სხვაობების დეტალური შესწავლა და პერიოდულად უშუალო ხელმძღვანელთან სხვაობების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე