კომპანია „ჯიარჯი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
სამუშაო პირობები:
ფუნქციები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარები:
შერჩევის ეტაპები:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ პროექტის მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას
- პოზიციის დასახელება: პროექტის მენეჯერი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო (სამეგრელოს რეგიონი: ზუგდიდი, წალენჯიხა, მარტვილი)
- ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქციები:
- საგზაო სამშენებლო პროექტების დაგეგმარებისა და მართვის პროცესში ჩართულობა;
- პროექტთან დაკავშირებულ მხარეებთან კომუნიკაცია (დამკვეთი, საზედამხედველო, ქვეკონტრაქტორი, მომწოდებელი);
- პროექტის ბიუჯეტის შემუშავება, ინიცირება და დამტკიცების შემდგომ, ათვისების კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის გადახარჯვის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა მენეჯმენტთან შეთანხმებით;
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადები კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მის გამოსასწორებლად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად;
- პროექტის დასრულების შემდგომ დამკვეთისათვის ობიექტისა და შესრულებული სამუშაოების გადაბარების ორგანიზება;
- პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად ინფორმაციის შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
- ხარჯთაღრიცხვის, ფორმა N2-ს, ფორმა N3-ს, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სამშენებლო ობიექტის პროექტირების ეტაპზე სხვა მნიშვნელოვანი საპროექტო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მოწესრიგების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საგზაო სამშენებლო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- საინჟინრო პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენის ცოდნა - ინგლისური.
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დაგეგმარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ინიციატორი.
შერჩევის ეტაპები:
- I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
- II ეტაპი - ინდივიდაულური გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.