გაწელვების სტუდია Limber Life აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ გაწელვების სტუდია, სადაც ტარდება გაწელვითი ვარჯიშები უნიკალურ «პრავილო»-ს ტრენაჟორზე. ვეძებთ მეგობრულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადმინისტრატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- დასვენება: კვირაში 2 დღე (პარასკევი/შაბათი)
- გრაფიკი: 13:00 დან 21:00 მდე
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება
- გრაფიკის მართვა და ჩაწერების ორგანიზება
- მომხმარებელთან კომუნიკაცია ტელეფონითა და სოც.ქსელებში
- სალაროს ოპერაციების შესრულება
- ადმინისტრაციული საკითხების მართვა და ინსტრუქტორებთან კოორდინაცია
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია)
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე - აუცილებელია, რუსული ენის ცოდნა სასურველია. სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
- გამართული და კეთილგანწყობილი მეტყველება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV, გამოაგზავნოთ მისამართზე limberlifetbilisi@gmail.com. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს