დეველოპერული კომპანია შპს “პილარ - დიღომი” - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
Pillar Park არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65,000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლაშა ლაშხიას N8.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00 -18:00), შაბათი (10:00 – 15:00)
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი;
- მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
- გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი;
- კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება;
- მომხმარებელთან შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრის წარმართვა;
- მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვებთან დაკავშირებით;
- გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში;
- მომხმარებელთა რეკლამაციებისა და პრეტენზიების საფუძველზე გამოვლენილი პროდუქტისა ან/და სერვისის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის და მომხმარებელთა უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/ ანალიზი;
- სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის (დამუშავებული ლიდების, ჩატარებული პრეზენტაციების, სატელეფონო საუბრების და ა.შ);
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეფიციკის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point));
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
უნარები:
- პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლიანობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „პილარ- დიღომის” მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pillar.ge
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: hr@pillar.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი .
გისურვებთ წარმატებებს!