გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Pillar Park
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
დეველოპერული კომპანია შპს “პილარ - დიღომი” - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

Pillar Park არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65,000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლაშა ლაშხიას N8. 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00 -18:00), შაბათი (10:00 – 15:00) 
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და  მათი ანალიზი;
  • მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;  
  • გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი; 
  • კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება;
  • მომხმარებელთან  შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრის წარმართვა;
  • მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება  გაყიდვებთან დაკავშირებით;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში;
  • მომხმარებელთა რეკლამაციებისა და პრეტენზიების საფუძველზე გამოვლენილი პროდუქტისა ან/და სერვისის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის და მომხმარებელთა უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/ ანალიზი;
  • სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის (დამუშავებული ლიდების, ჩატარებული პრეზენტაციების, სატელეფონო საუბრების და ა.შ);
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეფიციკის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point));
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

უნარები:
  • პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • პასუხისმგებლიანობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „პილარ- დიღომის”  მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pillar.ge

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: hr@pillar.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი .
გისურვებთ წარმატებებს!