გრაფიკული დიზაინერი

ქუთაისი სრული განაკვეთი უჯ ლუბრიკანტს
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
ქართულ-უკრაინული კომპანია შპს "უჯ ლუბრიკანტს" აწარმოებს სამრეწველო (ძრავების, ინდუსტრიული, ჰიდრავლიკური და სხვა) ზეთებს და საპოხ საშუალებებს.  2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე „გრაფიკული დიზაინერი".
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია გამოცდილებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გრაფიკული დიზაინის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
  • Adobe Photoshop, Illustrator, InDesign-ის პროფესიონალური ცოდნა
  • მინიმუმ B1 დონის ინგლისური ენა
  • უპირატესობა მიენიჭება ვიდეომონტაჟის უნარებს (Premiere Pro ან სხვა)
  • კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

მოვალეობები:
  • კომპანიის მარკეტინგული მასალების (ბანერები, ბუკლეტები, პოსტერები) დიზაინის შექმნა;
  • სოციალური მედიის პოსტების ვიზუალური მხარდაჭერა;
  • პროდუქტების ეტიკეტების და შეფუთვის დიზაინი;
  • თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან;

რას გთავაზობთ:
  • სტაბილური და მზარდი კომპანია;
  • მეგობრული და პროფესიონალური გარემო;
  • შესაძლებლობა კრეატიული იდეების რეალიზაციისთვის;
  • პერსპექტივა კარიერული განვითარებისთვის;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ  მისამართზე info@uglubricantts.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 627 551
„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!