HR მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი ექსტრამითი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ექსტრამითი „თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია „ექსტრამითს „ დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი „ექსტრამითის პავილიონი“.

„ექსტრამითი“აცხადებს ვკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი მოვალეობები:
  • რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა (განცხადებების მომზადება, კანდიდატების შერჩევა და ინტერვიუები);
  • თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის წარმართვა;
  • შიდა დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულებები, ბრძანებები, შიდა პოლიტიკა და სხვ.);
  • კორპორატიული კულტურის განვითარება და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა;
  • შრომის კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის პროცესების მართვა;
  • თანამშრომელთა კონსულტირება HR საკითხებზე.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ფსიქოლოგიის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები;
  • MS Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).

სასურველია იყო:
  • დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული.
  • კრეატიული.
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995595 90 45 85

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge
თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).