მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ეი სი ფაინანსი
მივლინება: არა ხელფასი: 3500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
"ეი სი ფაინანსი - A/C Finance" -  აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიებისათვის.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის #6. კომპანიის ოფისი;
  • სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-18:00).
  • ანაზღაურება - 3500 ლარი ხელზე (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში) ზრდის პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • მენეჯერული უნარები;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
  • თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება და დაარქივების კონტროლი;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
  • დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
  • ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება/გადაგზავნა;
  • შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
  • სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დირექტორის და ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
  • სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
  • კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა;
  • სხვა დამხმარე ბუღალტრების მართვა და კონტროლი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მეილზე  info@accompany.ge