"ეი სი ფაინანსი - A/C Finance" - აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიებისათვის.
სამუშაო პირობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის #6. კომპანიის ოფისი;
- სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-18:00).
- ანაზღაურება - 3500 ლარი ხელზე (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში) ზრდის პერსპექტივით.
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- მენეჯერული უნარები;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
- ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
- თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება და დაარქივების კონტროლი;
- ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
- დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
- ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება/გადაგზავნა;
- შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
- სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
- დირექტორის და ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
- კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
- სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
- კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
- ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
- კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
- ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
- საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა;
- სხვა დამხმარე ბუღალტრების მართვა და კონტროლი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მეილზე info@accompany.ge