თბილისის სკოლა „ოლიმპი“ აცხადებს ვაკანსიას კლასის ხელმძღვანელის (დამრიგებლის) პოზიციაზე.
„ოლიმპი“- მრავალწლიანი, სტაბილური გამოცდილების მქონე სკოლაა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით და საუკეთესო განათლების მიღებასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების სტილს აჩვევს ახალგაზრდებს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:00-17:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი, ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქია) ქ. #3
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება/ხელშეწყობა;
- პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სკოლის ბენეფიციარებთან, მათ შორის მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან;
- მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვა;
- დამატებით სამუშაო დროს, დავალებების შესრულების პროცესში მოსწავლეთა დახმარება;
- სადამრიგებლო კლასში წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის ხარისხი
- ანალოგიურ პოზიციაზე ან აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: schoololimp1@gmail.com
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლა „ოლიმპმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
გისურვებთ წარმატებებს!