შპს "ემსიბი ჯორჯია", ( ბრენდი "მადამდე", „MadamDe” ), წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის წარმოებას, რომელიც უკვე 25 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. "მადამდე" მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტებს. დღეს "მადამდე"-ს პროდუქციის შეძენა 1200-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში.
"მადამდე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ გაყიდვების ხელმძღვანელის მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმარება არხების მიხედვით
- გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმარება პროდუქტების მიხედვით
- გაყიდვების გეგმების მოდელირება წლის/კვარტლის/თვის ჭრილში
- დისტრიბუციის მაჩვენებლების დაგეგმარება არხებად წლის/კვარტლის/თვის ჭრილში
- გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება და მართვა
- ქსელური რითეილერებთან მოლაპარაკების მართვა, დაფარვის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიების შეთანხმება
- საბ დილერების არხის შექმნა და შეთანხმებული მეთოდოლოგიით განვითარება
- ჰორეკა არხის განვითარება
- ტრადიციული რითეილის არხის განვითარება
- სავაჭრო გუნდის სამოტივაციო სახელფასო სისტემის მართვა
- გაყიდვების შესრულების მონაცემის ანალიზი, გამოვლენა და გაუმჯობესება პროცესების
- ფინანსურ გუნდთან ერთად კრედიტ ლიმიტის კონტროლი
- მომზადება თვიური კვარტლური და წლიური რეპორტების
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება
ამ პოზიციაზე არჩეულ ადამიანს კომპანია სთავაზობს მუდმივი განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობას. შესაბამისად,
კომპანია ეძებს და მიესალმება წინსვლაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamde.ge გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძვანელი.