სპორტის მასწავლებელი

თბილისი სრული განაკვეთი ათასწლეულის სკოლა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მეცნიერება/განათლება: სპორტი/მწვრთნელი
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები.

“ათასწლეულის სკოლა” აცხადებს კონკურსს სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე.

ათასწლეულის სკოლის სპორტის მასწავლებლის მოვალეობები
  • გაკვეთილების გეგმების შემუშავება, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა უნარ-ჩვევებსა და სწავლის სტილს;
  • პოზიტიური და მიმზიდველი სასწავლო გარემოს შექმნა;
  • საერთო საგანმანათლებო მიზნებთან შესაბამისობაში შიდასასკოლო სპორტული აქტივობების, ტურნირების ორგანიზება, კლასგარეშე აქტივობის დაგეგმვა-ჩატარება;
  • მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი, შეფასება და გუნდთან შეთანხმებული მოქმედება;
  • კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და სტრატეგიული უნარების სპორტის საშუალებით წახალისება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან სპეციალური განათლება პროფილის მიხედვით;
  • სპორტის მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 ივლისის ჩათვლით.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.