ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ენთები
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
ენთები პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
 
ფინანსური რეპორტინგი, ანალიზი და ბიუჯეტირება; 
  • ფინანსურ ანალიზზე დაყრდნობით რეკომენდაციების გაცემა მენეჯმენტისთვის; 
  • არსებული და პოტენციური პროექტების ფარგლებში მოსამზადებელი ფინანსური მაჩვენებლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება (გარე პარტნიორებისგან და შიდა ბუღალტრისგან) და ფინანსური ანალიზისთვის შესაბამისი ფორმის მიცემა; პროექტები ძირითადად უკავშირდება უძრავი ქონების სფეროს (შეძენა, რეალიზაცია, იჯარა და ა.შ.); 
  • იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება ან გამოცდილების არქონის შემთხვევაში აღნიშნული მიმართულებით დაინტერესება; 
  • კომპანიის მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც უკავშირდება ფინანსურ კონსულტირებას და გარკვეულ შემთხვებში საჭიროებს იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის უნარს; 
  
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით;  
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა:  (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა); 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 

პიროვნული თვისებები: 
  • ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • ყოჩაღი და დაუზარელი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • პროფესიულ ზრდასთან ერთად ხელფასის ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 

გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00 დან 19:00 საათამდე; 
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2,000 - 2,500 ლარი  

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ants.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.