მექანიკოსი

რუსთავი სრული განაკვეთი JSC CAUCASIAN PET COMPANY
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1250
ენები: რუსული, ინგლისური, უკრაინული მართვის მოწმობა: B
ინჟინერია: მექანიკოს-ინჟინერი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. 
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში 
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მექანიკოსი - 1 ვაკანსია 
 
მოთხოვნები: 
  • ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი. 
  • მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში. 
  • დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე). 
  • ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა. 
  • ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა. 
  • მართვის მოწმობის ქონა. 
  • ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა. 
  • სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები. 
 
თანამდებობრივი მოვალეობები: 
  • სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება. 
  • აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა. 
  • ფორმის მიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა. 
  • დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება. 
  • ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი. 
 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში); 
ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი/სწავლების ვადის განმავლობაში - 1000 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე). 
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე. 

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში);
  • კორპორატიულ ნომერი; კვება;
  • FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი). 
 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:viktoriya.kovalenko@caucasianpet.com