რეკრუტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი გვირილა რითეილი
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • კომპანიის HR პოლიტიკის შემუშავება/განახლება;
  • პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება და სრული ციკლის მართვა (მათ შორის: რეკრუტინგის არხების განსაზღვრა და განვითარება);
  • თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა - ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა, ჩატარების ორგანიზება და შეფასება;
  • მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნა და მათი ეფექტურობის შეფასება/მონიტორინგი;
  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი კომპენსაციების და ბონუსების პოლიტიკების შემუშავება/დანერგვა;
  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
  • სათაო ოფისთან აქტიური კომუნიკაცია და რეპორტების მომზადება;
  • შრომის თანამედროვე ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ სიახლეების მუდმივი ძიება და პრაქტიკაში დანერგვა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამოტივაციო და შეფასების სისტემების შექმნის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესული სიტუაციების მართვა

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი).
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა (სათავო ოფისი).
  • ანაზღაურება: 2500 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.