სერვისის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი შაფლ ბოარ
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: რესტორნის მენეჯერი
Shuffle Boar აცხადებს ვაკანსიას სერვისის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ცეხი, თბილისი
სრული განაკვეთი

როლის აღწერა
  • ვეძებთ სერვისის ხელმძღვანელსა და მასპინძელს — ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის გამართულობას და განაგებს დარბაზის ოპერაციებს.

მთავარი პასუხისმგებლობები
  • მაქსიმუმ 5 მიმტანისგან შემდგარი გუნდის კოორდინაცია და მხარდაჭერა
  • სტუმრების დახვედრა და მაგიდებთან გაცილება
  • სატელეფონო ზარებისა და რეზერვაციების მართვა
  • სერვისის ხარისხის სტანდარტების დაცვა 
  • სტუმრების შეკითხვებზე, განსაკუთრებულ მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე სწრაფი რეაგირება
  • თანამშრომლობა გენერალურ მენეჯერთან და რეგულარული რეპორტინგი

მოთხოვნები
  • გამოცდილება HoReCa სექტორში, განსაკუთრებით სუპერვაიზორის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა 
  • გამორჩეული კომუნიკაციის უნარი და თბილი, სტუმართმოყვარე დამოკიდებულება
  • გუნდური მუშაობის უნარი და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედება
  • მზადყოფნა საღამოს საათებში და ვიქენდებზე მუშაობისთვის

რას გთავაზობთ
  • კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება
  • ბონუსები სტუმრების კმაყოფილებაზე და სერვისის ხარისხზე დაყრდნობით
  • უფასო სადილი ცვლის განმავლობაში
  • ტრანსპორტირების მხარდაჭერა
  • ექსკლუზიური ფასდაკლებები თანამშრომლებისთვის
  • მეგობრული, სოციალური და თამაშებით სავსე სამუშაო გარემო

დაინტერესდი?
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ან პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: lika@scifi.ge საგნის ველში მიუთითე: "Service Supervisor"