გარე რეკლამის სპეციალისტი/მბეჭდავი - ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისი სტაჟირება პაულინი
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: გარე რეკლამის ხელოსანი
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო-დეკორაციულ სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ფართოფორმატიანი ბეჭდვა; შიდა და გარე რეკლამა; დეკორაციების და სტენდების მომზადება; ლაზერზე ჭრა-გრავირება, აქსესუარების ბრენდირება. სარეკლამო

კომპანია "პაულინი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნიკურ ჯგუფში გარე რეკლამის სპეციალისტის და მბეჭდავის პოზიციაზე.
განიხილება კანდიდატურა ნებისმიერი გამოცდილებით ან გამოცდილების გარეშე.

აუცილებელია მოთხოვნაა:
კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული და მოტივირებული, ჰქონდეს ინფორმაციის და სიახლის ათვისების უნარი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 115გ. პირობები:
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
საქმის ადგილზე შესწავლა.

ძირითადი მოვალეობები:
  • დაჭრილი მასალიდან საბოლოო კონსტრუქციის დამზადება
  • სტიკერი გაკვრა - ბანერის დაჭიმვა
  • სარეკლამო აბრების დამზადება (მოც. ასოები, ლაითბოქსები,)
  • ფართოფორმატიან პრინტერებთან მუშაობა
  • ლაზერზე ჭრა - გრავირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა სხვადასხვა ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი;
  • ელექტროობასთან და განათებებთან მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: mar.pavliashvili@gmail.com. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!