ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი, პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი, HR სპეციალისტი, HR პოლიტიკისა და პროცედურების სპეციალისტი, HR ანალიტიკოსი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის  პოზიციაზე კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს საავტომობილო სექტორში.

სამუშაო აღწერილობა:
  • კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის  ერთიანი პოლიტიკის შემუშავება
  • შერჩევის სრული ციკლის მართვა და კონტროლი;
  • HR ადმინისტრაციულ პროცედურებში და პროცესებში სრული ჩართულობა; ადმინისტრაციული პროცესების მართვის კონტროლი;
  • ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება, ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია,
  • თანამშრომელთა მიღების/ონბორდინგის სრული პროცესის მართვა;
  • თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროცესების მართვა

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების; იურიდიული ან ფსიქოლოგიური მიმართულებით;
  • 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება HR მენეჯერის/HR ხელმძღვანელის/ HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციებზე;
  • ჯამში ადამიანური რესურსების სფეროში 5-წლიანი გამოცდილება;
  • გამოცდილება საავტომობილო ინდუსტრიაში;
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • MS Office;
 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!
გაგზავნე CV