მთავარი არქიტექტორი / უმცროსი არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
სამშენებლო კომპანია საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიებს მთავარი არქიტექტორისა და უმცროსი არქიტექტორის პოზიციებზე

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 19:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
  • სრული პასუხისმგებლობა მშენებლობის ნებართვების მიღებამდე და პროექტების მიმდინარეობისას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი (არქიტექტურის განხრით);
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, ეტაპების შესაბამისი შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება.

პიროვნული თვისებები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • კომუნიკაბელურობა

კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
  • CV-ის განხილვა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და დეტალური პორტფოლიო შეთანხმებული პროექტების თაობაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com
და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი არქიტექტორი ან უმცროსი არქიტექტორი