სამშენებლო კომპანია „Construction service” აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი/ რუსთავი
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
- პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- ქარხანაში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
- ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
- ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
- ავარიული შემთხევების დროული ლიკვიდაცია
- არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
- უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
- ელექტრო დანადგარებისა და ქარხნის ელექტროსისტემის დათვალიერება და არსებობის შემთხვევაში ხარვეზების აღმოჩენა; დაზიანების ოპერატიული შეკეთება;
- ელექტრო დანადგარებისა და ქსელის მონტაჟი;
- ელექტრო დანადგარებისა და ქსელის გეგმიური და არაგეგმიური შეკეთება;
- შრომის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა;
- ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კომპანიაში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად.
- უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის, ელექტროტექნიკის ან შესაბამის დარგში
- მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ინდუსტრიულ ან საწარმოო ობიექტზე სასურველია
- უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა და დაცვა
სერტიფიკაციის საკითხი:
ელექტრიკოსის მოქმედი სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
თუმცა, სერთიფიკატის არქონა არ წარმოადგენს პრობლემას — ჩვენ უზრუნველვყოფთ სერთიფიცირების პროცესს საწარმოს დაფინანსებით. კანდიდატი შეძლებს გადამზადებას და შესაბამისი სერთიფიკატის მიღებას დასაქმების პირობებში.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV vacancy@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
დაგვიკავშირდით: +995 577 078 883
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!