დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი თეთრი კვადრატი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
„თეთრი კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.
ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ , სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“.

„თეთრი კვადრატი“ აცხადებს ვაკანსიას დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერი პოზიციაზე - დეკრეტის შემცვლელად, 5 თვიანი კონტრაქტით.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალური მედია არხების (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სტრატეგიული მართვა
  • ვებსაიტების ადმინისტრირება, მონიტორინგი და შინაარსობრივი განახლება
  • Meta Ads და სხვა ციფრული რეკლამების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი
  • ვიზუალური და ტექსტური კონტენტის დაგეგმვა და შექმნაში მონაწილეობის მიღება
  • ვიდეო კონტენტის წარმოების პროცესში აქტიური მონაწილეობა
  • გრაფიკულ დიზაინერთან და სხვა გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
  • ციფრული კამპანიების ანალიტიკა (Google Analytics, Meta Insights და სხვა)
  • ბაზრის, მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების ციფრული გარემოს ანალიზი
  • ბრენდის ციფრული იმიჯის შენარჩუნება და გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ციფრული მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სოციალური მედია პლატფორმების სტრატეგიული მართვის გამოცდილება
  • Meta Business Suite და Ads Manager-ის კარგად ფლობა
  • კონტენტის დაგეგმვის, წერისა და ვიზუალური თარგმნის უნარი
  • ვიდეოს და ვიზუალური კონტენტის შექმნაში მონაწილეობისთვის საჭირო შემოქმედებითი ხედვა
  • სარეკლამო ბიუჯეტების დაგეგმვის და კამპანიების ეფექტიანობის შეფასების უნარი
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@w2.ge და „subject”-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი 2025 წელი.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას