მთავარი ბუღალტერის თანაშემწე

ბათუმი სრული განაკვეთი ექსპრეს კაპიტალი +
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital +  არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია  მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital +  
 უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. 
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.  

express capital +   გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერის თანაშემწე

სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის 1 წელი ან მეტი გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word, MS Outlook) ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

მოვალეობა:
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
  • საბუღალტრო გატარების წარმოება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
  • საბანკო ოპერაციების შესრულება;
  • ხელფასების დარიცხვა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოებაზე ყოველდღიური კონტროლი.
  • შესაბამისი რეპორტების მომზადება და წარდგენა .

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ანალიტიკური და სხარტი აზროვნება; ანალიზის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; სამუშაო დღე 09:30 - 18:30 ; 
  • ანაზღაურება:  ფიქსირებულ ხელფასი 1000 ლარი . 
  • გამოსაცდელი ვადა 1 თვე. 
 
ჩვენ  გთავაზობთ : 
  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბუღალტერის თანაშემწე “ . სათაურის გარეშე  და სურათი გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!