საკრედიტო ოფიცერი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი ექსპრეს კაპიტალი +
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1500 +ბონუსი
საბანკო: SME საკრედიტო ოფიცერი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი - თბილისში და ბათუმში.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  • პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
  • საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ნაღდი ფულის მიღება;
  • მატერიალური პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 09:30- 18:30 სთ;
  • გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
  • ანაზღაურება: 800-1500 ლარის შუალედი (გამოცდილების შესაბამისი) + მოქნილი ბონუსი;
  • კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;
  • ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში, საწვავის ანაზღაურება, ყოველთვიურად ავტომანქანის იჯარის 200 ლარის დარიცხვა, ყოველ 7000 კმ შემდეგ ძრავის ზეთის, ფილტრის ღირებულების ანაზღაურება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:
არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ?