ლოგისტიკური (სატრანსპორტო) კომპანია "კავკასტრანსექსპრესი" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 25 წელია.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ ლოგისტიკის მენეჯერს სახმელეთო არა გაბარიტული ტვირთების გადაზიდვების მიმართულებით.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ტაშკენტის 10 ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით).
ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
- გადაზიდვის ფასის / ავტოტრანსპორტის მოძიება;
- გადაზიდვის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი;
- ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
- სანდო პარტნიორის მოძიება და ურთიერთობის დამყარება;
- არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკების წარმართვა;
- გადაზიდვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოგისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- სავალდებულოა სატრანსპორტო კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის და ორგანიზებულობის უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ გამოაგზვანოთ СV ელ ფოსტაზე - ts.doborjginidze@cte.ge