ლოჯისტიკის და მარაგების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ზოომარტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა, მარაგების მართვა
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი “ზოომარტი“ დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 34 საცალო ფილიალს. 
“ზოომარტი“ არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly,Moderna,Applaws,  Canvit, Dorian და Catzone. 
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს:https://www.facebook.com/zoomart.ge 
 
კომპანია ზოომარტი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  •  საწყობის თანამშრომლების სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება და კონტროლი. 
  • სამუშაო პროცესების შედგენა და შესრულების მონიტორინგი. 
  • პერსონალის ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა და საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება. 
  • საწყობის პროცესების (მიღება, გაცემის, დასაწყობება, აღწერა) ზედამხედველობა და კოორდინირება. 
  • საწყობში მიღებული პროდუქციის განლაგება სტელაჟებზე FIFO-ს პრინციპის დაცვით. 
  • პროდუქციის ვადებისა და მარაგების მუდმივი კონტროლი. 
  • აღწერების დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ანალიზი. 
  • საქონლის მიღება, გაცემის და დაბრუნების დოკუმენტაციის წარმოება (ზედნადებები, დანაკარგის აქტები და სხვ.); 
  • საწყობის ოპერაციების ასახვა 1С სისტემასა და საგადასახადო პლატფორმაზე (rs.ge). 
  • მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა და კონტროლი. 
  • ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესების მართვა და საჭიროების შემთხვევაში ჩართვა. 
  • მძღოლების მარშრუტების დაგეგმვა და კონტროლი. 
  • მომარაგების პროცესის დაგეგმვა და საჭირო რესურსების განსაზღვრა. 
  • უსაფრთხოების და შრომის სტანდარტების დაცვა საწყობში. 
  • საწყობის სისუფთავის და წესრიგის მუდმივი კონტროლი. 
  • დაზიანებული ან ჩამოსაწერი პროდუქციის იდენტიფიცირება და ჩამოწერა შესაბამისი წესების დაცვით. 
  • საწყობის საქმიანობის შესახებ რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობის ინფორმირება. 
  • იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობრივი გადახრების შესახებ დროული კომუნიკაცია. 
  • აწყობის შიდა პროცესების მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაციის ინიციირება; 
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება; 
  • საწყობის მართვის სისტემების ავტომატიზაციის ტექნოლოგიების გამოყენების ინიციატივა და მონიტორინგი; 
  • საწყობის ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია; 
  • შეკვეთების სისწრაფისა და სიზუსტის კონტროლი დისტრიბუციის მიმართულებით; 
  • ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. 
 
სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის/ლოგისტიკის მართვის მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook); 
  • 1C პროგრამაში ან მსგავს სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 
  • RS.GE ზე შესაბამისი პროცედურების განხორციელების გამოცდილება; 
  • მაღალტევადიან საწყობში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  • გუნდური მართვის გამოცდილება (გუნდში მინიმუმ 5-10 ადამიანი); 
  • ელექტრო დამტვირთავებთან მუშაობის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა. 
  • საწყობის დაგეგმარების, პროდუქციის მოძრაობის (FIFO/FEFO), ტვირთბრუნვის და ინვენტარიზაციის პრინციპების ღრმა ცოდნა; 
 
სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა 
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; 
სამუშაო საათები : 09:30 – 18:00; 
ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31; 
 
ანაზღაურება  კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე; 
 
რას გთავაზობთ ჩვენ: 
  • მეგობრული, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობა; 
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; 
  • ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე; 
  • ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა; 
  • სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • კორპორატიული დაზღვევა; 
 
ვაკანსიის განხილვა  
ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:  
ვაკანსია გამოგზავნილ უნდა იქნას მეილზე warehouse@zoomart.ge 
მეილის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ ლოჯისტიკის და მარაგების მართვის მენეჯერის ვაკანსია“