კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერთან და კატეგორიის/ბრენდის მენეჯერებთან შეთანხმებით, ბრენდების მარკეტინგული კამპანიების და კომუნიკაციის გეგმების შემუშავება - საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის და ბიუჯეტის შედგენა;
- მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმის ხარისხიანად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
- მარკეტინგული კომუნიკაციის აქტივობების შედეგების მინიტორინგი და შედეგების შეფასება; შედეგების რეპორტინგი მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერთან და კატეგორიის/ბრენდის მენეჯერებთან.
- სხვადასხვა საკომუნიკაციო კამპანიისთვის ან აქტივობისთვის შესაბამისი ქონთენთის / მასალების (სატელევიზიო ვიდეოები და აუდიო რგოლები ტვ და რადიო არხებისთვის, ციფრული არხების ვიზუალები, სმს ტექსტი, ფოტო მასალა, სხვ.) წარმოებაში მონაწილეობის მიღება, დიზაინერებთან, ოპერატორებთან, მემონტაჟეებთან და სხვა ადამიანურ რესურსებთან თანამშრომლობით;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო კამპანიისთვის ან აქტივობისთვის შესაბამისი ქონთენთის / მასალების შექმნის მიზნით ბრიფების შემუშავება და შემსრულებელთან თანამშრომლობა;
- ბრენდების ბაზარზე ლონჩისა თუ სხვადასხვა კამპანიებისთვის 360-იანი მხარდაჭერის დროული და ხარისხიანი განხორციელების უზრუნველყოფა.
- სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა და საკომუნიკაციო აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაციის და მარკეტინგული მასალების მიმოცვლა;
- კონკურენტების მარკეტინგული კომუნიკაციების აქტივობების და კამპანიების მონიტორინგი და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი (ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი) ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი.
- სტრატეგილი აზროვნება;
- სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პროექტების მართვის უნარი;
- შემოქმედებითი უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი.