გაყიდვების მენეჯერი

ქობულეთი სრული განაკვეთი კავკაზ ცემენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქობულეთში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 

სამუშაო ლოკაცია:  ქ. ქობულეთი
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი სრული განაკვეთი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება,  პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • კლიენტებთან ვიზიტი,  მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით და შეკვეთების აღება/გაფორმება;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის სფეროში);
  • მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება-სასურველია სამშენებლო სფეროში;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური  აზროვნება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია პირადი ავტომობილის ყოლა);
  • სამშენებლო კომპანიების, ამხანაგობების და ინდ. მშენებლების პირადი ბაზის ქონა ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@kavkazcement.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).