02 ივლ - 01 აგვ
ვიპ
ინდუსტრიული სამშენებლო პროექტების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაპროექტების მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ინდუსტრიული სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის პროცესების ზედამხედველობა ( მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- ინდუსტრიული პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
- სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
- საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება;
- საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
- ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
- რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
- პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კრეატიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული;
- ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- საწვავი;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 02 აგვისტომდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები