MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge
კომპანია აცხადებს გაყიდვების ოფისში ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: - ქ. თბილისი, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი, კონფიგურაცია და მოვლა
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა
- ქსელური ინფრასტრუქტურის, სერვერების, ინტერნეტის და უსაფრთხოების სისტემების მართვა
- თანამშრომლებისთვის მომხმარებლის ანგარიშებისა და წვდომების რეგულირება
- სისტემის მუშაობის მონიტორინგი, სარეზერვო კოპირებისა და მონაცემთა აღდგენის უზრუნველყოფა
- საჭიროების შემთხვევაში გარე სერვისების მიმწოდებლებთან კოორდინაცია
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება და სწრაფი რეაგირების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღლი გრძნობა;
- პუნქტუალობა;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
- დისციპლინირებულობა
- ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება
- გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისურად საუბრობდეს თავისუფლად, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- Office 365 ან Google Workspace პლატფორმების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- Windows/Mac ოპერაციული სისტემებისა და საბაზისო ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა
- უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმატიკასა ან დაკავშირებულ სფეროში
- კიბერუსაფრთხოების საბაზისო ცოდნა
- ERP ან CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
კომპანია თავის მხრივ უზრუნველყოფს: ერთჯერად კვებას, კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით), კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სასურველია ორენოვანი ინგლისურ-ქართული) მისამართზე: n.khosruashvili@maqro.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან