გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Marshall Development
მივლინება: არა ხელფასი: 2000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი, დამატებით ბონუსი გაყიდვებიდან
ვაკანსიის რაოდენობა: 2

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Marshall Development, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია წლების განმავლობაში წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის საცხოვრებელი და კომერციული შენობების განვითარება, რომლებიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ინოვაციურ მოთხოვნებს.
Marshall Development-ი ამ ეტაპზე წარმოდგენილია 3 პროექტით, შემდეგ ლოკაციებზე: ვერა, დიდი დიღომი და გუდაური.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების ოფისის ყოველდღიური მართვა და ორგანიზაციული პროცესების კოორდინაცია
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • გაყიდვების პროცესის ორგანიზება და მართვა
  • კომპანიის პროდუქტის პრეზენტაცია კლიენტებისთვის
  • კლიენტების საჭიროებების გაანალიზება და მათთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება
  • გაყიდვების მონაცემთა ბაზის ანალიზი და რეპორტინგი
  • ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების შესწავლა გაყიდვების სტრატეგიის განსავითარებლად
  • გუნდთან ეფექტური მუშაობა და თანამშრომლობა

მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში)
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Excel) ცოდნა
  • ქართული, ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბონუს სისტემა
  • მეგობრული და პროფესიონალური გუნდი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@marshalldevelopment.ge, სათაურში მიუთითეთ პოზიცია „გაყიდვების მენეჯერი“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30.07.2025