არქიტექტურული კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე
თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა
ფუნქციები:
- საშუალო და დიდი ზომის არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
- საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა;
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობის შესწავლა, შესწავლილი დოკუმენტაციის შინაარსის გაანალიზება, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში სხვადასხვა საკითხების (წყალმომარაგება, ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ) გათვალისწინება;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დავალებების/მითითების შესრულება.
მოთხოვნები:
- მინიმალური განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა- არქიტექტურა, კვალიფიკაცია-არქიტექტორი.
- სამუშაო გამოცდილება: არქიტექტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- პროგრამები: AUTOCAD/ARCHICAD მინიმუმ ერთ-ერთის ცოდნა;
- წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სასურველია :
- Photoshop-ისა და 3D max-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
თემატიკა:
- საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“;
კომპეტენციები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- შედეგზე ორიენტაცია.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ ელ ფოსტაზე: tamargvichiani@yahoo.com
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 577 171105
+995 577 797793