AML/სანქციების უფროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Hash Bank
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: AML/CFT სპეციალისტი
Hash Bank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

Hash Bank აცხადებს ვაკანსიას AML/სანქციების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკში საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) კუთხით პოლიტიკა-პროცედურებისა და შიდა ინსტრუქციების დანერგვასა და მათ პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
  • ტრანზაქციების/კლიენტების მონიტორინგის პროცესის მართვა და აღნიშნული მიზნით ბანკის მასშტაბით შესრულებული გარიგებების/ოპერაციების კონტროლი/მონიტორინგი;
  • წინასწარ განსაზღვრულ კლიენტთა კატეგორიებისათვის ანგარიშის გახსნის ავტორიზება ან/და წინასწარ განსაზღვრული ტიპის ტრანზაქციების/მომსახურების შესრულების ავტორიზება;
  • მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ბანკის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციის და შესწავლის პროცესში მათ მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასებისას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების, გარიგებების (ოპერაციების) შესახებ) გაანალიზება და პრევენციული ღონისძიებების გატარების/იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულობა;
  • მონიტორინგის პროცესის უკეთესად წარმართვის მიზნით, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებაზე შუამდგომლობების დაყენება, დანერგვასა და ტესტირების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან მონათესავე მიმართულებით.
ცოდნა და გამოცდილება:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ძალიან კარგი ცოდნა;
  • საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნებისა და კონტროლის მექანიზმების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა. 

უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კარგად განვითარებული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 ივლისი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.