"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობში კოორდინატორის “ პოზიციაზე თბილისში,სოფელ კრწანისში,გიგანტის დასახლებაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის სატრანსპრორტო საშუალებებში დატვირთვის/ჩამოტვირთვის/დაცლის კონტროლი.
- პროცესის უზრუნველყოფა მიმაგრებულ თანამშრომლებთან ერთად შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
- უსაფრთხო პროცესზე პასუხისმგებლობის აღება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ნივთების გადაადგილებისას დახმარება;
- მიმაგრებული თანამშრომლების კონრტოლი;
- დაკისრებული მოვალეობების თავაზიანად და კეთილსინდისიერად შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
- რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი.
- კვების თანხა დღეში 7 ლარის ოდენობით.
კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 18:00 სთ მდე;
შაბათს 10:00 სთ დან 15:00 სთ მდე;
ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება;
ტრანსპორტირება მეტრო სამგორიდან.
გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge;
მოგახსენებთ, რომ შპს „ემტექნიკსი“ დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს „ემტექნიკსი“-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს „ემტექნიკსი“-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.