სტაჟიორი/ტურ-მენეჯერი

თბილისი სტაჟირება Tempel Travel Caucasus
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი: ტურიზმი(ზოგადი)
ტურისტული კომპანია „თემფელ თრეველ კავკასუს“ ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟიორს ტურ-მენეჯერის პოზიციაზე.

სტაჟირების განმავლობაში შეძლებთ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას შემდეგ მიმართულებებში:
  • ჯგუფური ტურების დაგეგმვა და ორგანიზება
  • ჯავშნების მიღება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით
  • პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • სერვისებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია
  • ტურამდე ყველა აუცილებელი მომსახურების დაჯავშნა
  • ხელშეკრულებების და კონტრაქტების მომზადება
  • პროექტის დასრულების შემდეგ სერვისების შეფასება კომპანიის ფინანსურ პროგრამაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
  • MS Office-ის ცოდნა

რას გთავაზობთ:

  • რეალური სამუშაო პროცესში ჩართვა და გამოცდილების მიღება
  • სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
  • განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქ. 7, ქარვასლა ბიზნეს პლაზა

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი–პარასკევი — 09:00-17:00
  • შაბათი — 10:00-14:00
  • დასვენება: კვირა

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: elena.sozina@tempeltravel.com